ჯეიმს ო’ ბრაიენი მთავრობის ადმინისტრაციაშია

გამჭვირვალობის კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვას დაემთხვა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნის ვიზიტი. ჯეიმს ო’ ბრაიენი თბილისში გამთენიისას ჩამოვიდა და ის ახლა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაშია.
ევროპისა და ევრაზიის საკითხებში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე სამი დღის განმავლობაში შეხვედრებს გამართავს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ოპოზიციურ პარტიებთან, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის წევრებთან.
ოფიციალური შეხვედრების დაწყებამდე ცნობილია ამერიკელი პარტნიორების პოზიცია. მათ რამდენჯერმე გამოხატეს შეშფოთება „გამჭვირვალობის’’ კანონპროექტის პარლამენტში დაბრუნებასთან დაკავშირებით.




