ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარე ძუძუს და საშვილოსნოს ყელის სკრინინგის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო

ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარე შოთა წურწრუმია, რომელიც „გახარიას“ პარტიის წარმომაგდენელია და მისი მოადგილე დავით შენგელია, ძუძუს და საშვილოსნოს ყელის სკრინინგის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ. ინფორმაციას ჩხოროწყუს საკრებულო ავრცელებს.
„სკრინინგულ კვლევებს ქალაქ ჩხოროწყუში, ა(ა)იპ ,,ეროვნული სკრინინგ ცენტრის“ მამომობილი ატარებს.
აღნიშნული აქტივობის მიმდინარეობას მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შოთა წურწუმია და თავმჯდომარის მოადგილე დავით შენგელია ადგილზე გაეცნენ“ – წერია საკრებულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ 27-28 მარტს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ,,დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, შესაძლებლობა აქვთ უფასოდ ჩაიტარონ კვლევები:
• ძუძუს კიბოს სკრინინგი 40-70 წლის ქალბატონებისთვის. (მამოგრაფიული კვლევა)
•საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი 25-60 წლის ქალბატონებისთვის (პაპ-ტესტის ნიმუშის აღება)
მსგავსი სიახლეები

ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე: „მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო პარტია „ქართულ ოცნებას“, მთელ პოლიტიკურ გუნდს და საკრებულოს წევრებს გამოჩენილი ნდობისა და მხარდაჭერისთვის“

ზუგდიდში საკრებულოს თავმჯდომარე და მერის მოვალეობის შემსრულებელი აიცრნენ


