პატრულებმა ქალბატონებს 8 მარტი მიულოცეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით ქალბატონებს 8 მარტი მიულოცეს და ყვავილების თაიგულები გადასცეს. სამართალდამცველებმა მათ უსაფრთხო გადაადგილება და წარმატება უსურვეს. ინფორმაციას თავად სამინისტრო ავრცელებს.




