ირაკლი კობახიძე: დღეს ყველა მინისტრის საქმიანობით კმაყოფილი ვარ – ჯანდაცვის ახალ მინისტრთან დაკავშირებით ჯერ არავითარი გადაწყვეტილება არ არის მიღებული, ეს უნდა გადაწყდეს ფართო კონსულტაციების საფუძველზე

მკაფიოდ მინდა გითხრათ, რომ დღეს ყველა მინისტრის საქმიანობით კმაყოფილი ვარ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„რაც შეეხება ახალ მინისტრს, ჯერ არავითარი გადაწყვეტილება არ არის მიღებული. გვექნება კონსულტაციები როგორც გუნდის წევრებთან, ასევე დარგის სპეციალისტებთან. როცა გუნდის წევრებზე მაქვს საუბარი, ჩვენი გუნდის ლიდერია, საპატიო თავმჯდომარეა ბატონი ბიძინა ივანიშვილი და სადაც არის საჭირო გუნდთან კონსულტაციები, პირველ რიგში ბატონი ბიძინაა წარმომადგენელი. თუ ვინ იქნება ჯანდაცვის მინისტრი, ეს უნდა გადაწყდეს ფართო კონსულტაციების საფუძველზე“, – აღნიშნა კობახიძემ.
ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა დღეს თანამდებობა დატოვა. მალევე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განმარტა, რომ ჯანდაცვის მინისტრთან მიმართებით იყო პრობლემები მართვისა და კომუნიკაციის კუთხით.
მსგავსი სიახლეები

ირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობა“ იშლება, ეს არ არის შემთხვევითი პროცესი, ეს არის დავალება, რომელსაც ასრულებს კეზერაშვილი, არის გეგმა, „ნაცმოძრაობა“ დაწიონ, რათა სხვა პოლიტიკური ძალა წამოწიონ წინ

ირაკლი ღარიბაშვილი: მანამ, სანამ „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში, ჩვენ აქ არ დავუშვებთ მეორე ფრონტს, ეს არის გამორიცხული, ამაზე არავინ არ უნდა ფიქრობდეს, ილუზია არავის არ ჰქონდეს


