ირაკლი ღარიბაშვილი: წარმოვიდგინოთ, რომ დღეს საქართველოში იყოს ომი. ჩვენი ლამაზი ქვეყანა გადაიქცევა პოლიგონად. ეს არ არის გადაჭარბებული შეფასება. ეს არის რეალური საფრთხე, რომელიც მინდა ყველამ კარგად გაიაზროს

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ყველამ უნდა გაიაზროს, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ საქართველო რუსეთ-უკრაინის ომში ჩაერთვება.
„ახლა მოდელირება რომ გავაკეთოთ, რომ გვიკიჟინებენ, რატომ არ ვერთვებით ომში. წარმოვიდგინოთ, რომ დღეს საქართველოში იყოს ომი. აღარ მინდა ახლა დეტალებზე წავიდე. ყველამ იცის, რომ ჩვენი ლამაზი ქვეყანა გადაიქცევა პოლიგონად. ეს არ არის გადაჭარბებული შეფასება. ეს არის რეალური საფრთხე, რომელიც მინდა ყველამ კარგად გაიაზროს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა „იმედის კვირაში“ საუბრისას.
მსგავსი სიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი სწორი, შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკით მივაღწევთ ქვეყნის გამთლიანებას. ეს არის ჩვენი საერთო მიზანი, საერთო დიდი ოცნება და ეს უნდა იყოს ეროვნული მიზანი

ირაკლი ღარიბაშვილი: დაბრუნდა მესამე მსოფლიო ომის საფრთხე და ბირთვული ომის რიტორიკა, ამ დროს ჩვენ, პატარა ქვეყანა, ჩვენი ერი, რომელიც გამოირჩევა თავისი გონიერებით და ვიცით, როგორ გადავრჩეთ, სად მივექანებით, სად მიგვაქანებენ ეს ადამიანები


