stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

24 დეკემბერი

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

113

ამბები სამეგრელოდან

1270

ამბები სვანეთიდან

75

არჩევნები

354

ახალი ამბები

4000

ბლიც ინტერვიუ

6

გალერეა

1

დღის ამბები

2103

დღის ფოტო

73

ეკონომიკა

103

ექსკლუზივი

197

ვიდეო

41

ვიდეო ამბები

58

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

17

კატეგორიის გარეშე

84

კომენტარი

35

კონფლიქტი

109

კრიმინალი

114

კულინარია

7

კულტურა

304

მთავარი ამბები

2029

მთელი კვირა

1

მსოფლიო

122

პოლიტიკა

883

ჟურნალისტი მოქალაქე

1

რეგიონი

4744

რეკლამა

696

საზოგადოება

140

სამართალი

153

სპორტი

210

სტატიის გამოქვეყნების წესები

1

სტიქია

73

სხვა ამბები

84

სხვა ისტორია

8

ფოტო

5

ფოტორეპორტაჟი

25

ყვითელი

43

ყვითელი ამბები

7

შემთხვევა

149

წარმატების ისტორია

8

ხალხის ხმა

2

ჯანდაცვა

8

დღის ამბები

ფოთის მერი: „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“

ხობის კულტურის სასახლეში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არითმოლოგიის მაღატექნოლოგიური სევისი ამოქმედდა

სამინისტრო: ექსპორტირებულია 23.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5.7 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი

სამინისტრო: 20 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი ექსპორტირებულია

STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2025 STV.GE. All rights reserved.

ახალი ამბებიდღის ამბებიმთავარი ამბებიპოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ძალიან კარგი იქნებოდა, თუ აშშ შემოიღებს უვიზო რეჟიმს საქართველოს მოქალაქეებისთვის. ჩვენი ძალისხმევა არ არის საკმარისი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხარდაჭერაც იყოს

01.03.2024 / 1 მარტი 2024
ირაკლი კობახიძე: ძალიან კარგი იქნებოდა, თუ აშშ შემოიღებს უვიზო რეჟიმს საქართველოს მოქალაქეებისთვის. ჩვენი ძალისხმევა არ არის საკმარისი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხარდაჭერაც იყოს

ძალიან კარგი იქნებოდა, თუ აშშ შემოიღებს უვიზო რეჟიმს საქართველოს მოქალაქეებისთვის, მით უმეტეს, რომ ქვეყნის მიგრაციის კუთხით, ეს ვერავითარ გამოწვევებს ვერ შექმნის – საუბარი მაქვს აშშ-ის მიგრაციულ პოლიტიკაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, სასურველია, ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავებასთან ერთად ასევე განვითარდეს კავშირები კიდევ ერთ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-თან.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ასეთივე, თუნდაც მიმსგავსებული ტემპით, განვითარდეს კავშირები კიდევ ერთ სტრატეგიულ პარტნიორთან აშშ-თან. ეს ეხება უვიზო მიმოსვლას, ძალიან კარგი იქნებოდა, თუ აშშ შემოიღებს უვიზო რეჟიმს საქართველოს მოქალაქეებისთვის, მით უმეტეს, რომ ქვეყნის მიგრაციის კუთხით, ეს ვერავითარ გამოწვევებს ვერ შექმნის – საუბარი მაქვს აშშ-ის მიგრაციულ პოლიტიკაზე. თუ იქნება პირდაპირი ფრენები შემოღებული, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება თუ იქნება ხელმოწერილი და თუ გაძლიერდება სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები, თუ შემოვა მეტი ინვესტიცია – ყველა ამ მიმართულებით დღეს გვაქვს ნულოვანი მდგომარეობა. თუ გვექნება დადებითი დინამიკა, ეს მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია და ჩვენ მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ ამ პროცესს. ჩვენი ძალისხმევა არ არის საკმარისი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხარდაჭერაც იყოს ამ ნაწილში. მე მქონდა ძალიან დამაიმედებელი შეხვედრა აშშ-ის ელჩთან. მას ჰქონდა პოზიტიური გზავნილები. მთავარია, რომ ეს ყველაფერი გარდაისახოს ამერიკის ხელისუფლების გადაწყვეტილებებში.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თუ იქნება შემოღებული უვიზო რეჟიმი, პირდაპირი ფრენები, თავისუფალი ვაჭრობა, თუ გაძლიერდება სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, თუ გვექნება მზარდი დინამიკა ინვესტიციების კუთხით, თუ პროტოკოლური საკითხებიც მოგვარდება და არა მესამე-მეოთხე რანგის თანამდებობის პირები მიულოცავენ პრეზიდენტებსა და პრემიერებს თანამდებობაზე დანიშვნას, არამედ ეს ყველაფერი გადაწყდება უმაღლეს დონეზე, ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ დადებითად აისახება სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებაზე“, – განაცხადა კობახიძემ.

წინა პოსტი

პრემიერი: დღეს ბიზნესი არა მხოლოდ თავისუფალია, არამედ სარგებლობს ფართო მხარდაჭერით ხელისუფლების მხრიდან

შემდეგი პოსტი

რუსეთმა ნავთობის ექსპორტი დროებით აკრძალა, საქართველოში საწვავის ფასების ზრდას ელოდებიან

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილი: წარმოვიდგინოთ, რომ დღეს საქართველოში იყოს ომი. ჩვენი ლამაზი ქვეყანა გადაიქცევა პოლიგონად. ეს არ არის გადაჭარბებული შეფასება. ეს არის რეალური საფრთხე, რომელიც მინდა ყველამ კარგად გაიაზროს

ირაკლი ღარიბაშვილი: წარმოვიდგინოთ, რომ დღეს საქართველოში იყოს ომი. ჩვენი ლამაზი ქვეყანა გადაიქცევა პოლიგონად. ეს არ არის გადაჭარბებული შეფასება. ეს არის რეალური საფრთხე, რომელიც მინდა ყველამ კარგად გაიაზროს

ირაკლი ჩიქოვანი: მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა, ამისთვის საქართველოს ხელისუფლება მზად არის

ირაკლი ჩიქოვანი: მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა, ამისთვის საქართველოს ხელისუფლება მზად არის

მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია აშშ-თან ურთიერთობები, მათ ვუყურებთ, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს, მაგრამ ეს პარტნიორობა უნდა იყოს თავისუფალ ვაჭრობაზე, უვიზო მიმოსვლაზე, პირდაპირ ფრენებზე

მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია აშშ-თან ურთიერთობები, მათ ვუყურებთ, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს, მაგრამ ეს პარტნიორობა უნდა იყოს თავისუფალ ვაჭრობაზე, უვიზო მიმოსვლაზე, პირდაპირ ფრენებზე