შალვა პაპუაშვილი: ანტიკორუფციული ბიუროს გაძლიერებით, ამ მიმართულებით სწორედ სისტემების შემუშავებით, ჩვენ შევძლებთ, არა თუ პირველი ვიყოთ რეგიონში და ყველა კანდიდატს ვუსწრებდეთ, არამედ ევროპაშიც მოწინავე პოზიციებზე ვიყოთ

ანტიკორუფციული ბიუროს გაძლიერებით, ამ მიმართულებით სწორედ სისტემების შემუშავებით, ჩვენ შევძლებთ, არა თუ პირველი ვიყოთ რეგიონში და ყველა კანდიდატს ვუსწრებდეთ, არამედ ევროპაშიც მოწინავე პოზიციებზე ვიყოთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა.
მან პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ ქვეყნის განვითარებისთვის დასახელებულ მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება
„განაცხადი არის შემდეგი, რომ საქართველო რამდენიმე წელიწადში უნდა იყოს ევროპის საუკეთესო სამეულში. რამდენიმე თვის წინ ამუშავდა ანტიკორუფციული ბიურო, რომელსაც აქვს სპეციფიკური ფუნქციები. ამ მომენტში პარლამენტში ჩვენ განვიხილავთ ანტიკორუფციული ბიუროს გაძლიერების, მისთვის კიდევ უფრო მეტი დამატებითი ინსტრუმენტების მიცემის შესაძლებლობებს. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით სწორედ ამ სისტემების შემუშავებით, ჩვენ შევძლებთ, რომ არა თუ პირველი ვიყოთ რეგიონში და ყველა კანდიდატს ვუსწრებდეთ, არამედ ევროპაშიც მოწინავე პოზიციებზე ვიყოთ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
მსგავსი სიახლეები

იცნობენ თუ არა ჩხოროწყუში მერობის კანდიდატს და არის თუ არა ის ჩხოროწყუს მკვიდრი?

შალვა პაპუაშვილი რადიკალურ ოპოზიციას: აი, ღალატი თუ რამეა, ეს არის ღია ღალატი. დღეს ღილაკებს რომ მიაჭერთ ხელს, თქვენ დააფიქსირებთ, რომ თქვენ მოქმედებთ არა საქართველოს, არამედ უცხო ქვეყნების ინტერესით


