ბალდის კანიონის ინვესტორისთვის გამოწერილი ექვსივე ჯარიმა სასამართლომ ბათილად სცნო

სასამართლომ კომპანია „კანიონი 350-ის“ წინააღმდეგ ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოწერილ ოქმებში გათვალისწინებული ჯარიმები ბათილად ცნო. ბალდის კანიონის პროექტის მოწინააღმდეგე ჯგუფის დავის საფუძველზე კომპანიას ჯარიმები არ დაეკისრა.
არსებული ჯარიმები: სასარგებლო წიაღისეულის უკანონო მოპოვებას, მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნა-გადაადგილებას, სახელმწიფო ტყის ფონდის უკანონო დაკავებას ეხებოდა. სასამართლომ ყველა სადაო საკითხზე „კანიონი 350“ გაამართლა და დაწერილი ჯარიმები ბათილად სცნო.




