წითლიძე გახარიას პარტიას: თქვენ ნაცებთან თანამშრომლობთ უკვე 2 წელია [VIDEO]
![წითლიძე გახარიას პარტიას: თქვენ ნაცებთან თანამშრომლობთ უკვე 2 წელია [VIDEO]](https://api.stv.ge/uploads/2024/01/Screenshot-2024-01-17-at-23.27.52-960x540.png)
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე გიორგი გახარიას პარტიის წევრს მიხეილ დაუშვილს 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ზუგდიდში შექმნილ კოალიციას ახსენებს. წითლიძის თქმით ის, რომ გახარია ამბობს, ნაცებთან კოალიცია არ მაქვსო არის თქვენი ამომრჩევლის მოტყუება… თქვენ ნაცებთან თანამშრომლობთ უკვე ორი წელია – მიმართა ანა წითლიძემ მიხეილ დაუშვილს ტელეკომპანია ,,ფორმულას” ეთერში სტუმრობისას.
თავის მხრივ დაუშვილმა განაცხადა, რომ მათ ,,ნაციონალური მოძრაობა” გამოიყენეს და საკრებულოს თავმჯდომარეებად გახარიას პარტიის წევრებისთვის მიაცემინეს ხმა. რის საპასუხოდაც წითლიძემ განაცხადა, რომ გახარიას პარტიამ მხარი დაუჭირა ენმ-ის ორ წევრს გამხდარიყვნენ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები და ასევე მხარი დაუჭირა ენმ-ის კანდიდატებს გამხდარიყვნენ საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეები.
პარლამემტის წევრი ანა წითლიძე გახარიის წევრს ახსენებს ზუგდიდის საკრებულოში მათ საქციელს და ამბობს რომ ყოფილი პრემიერის პარტიის წევრები ხელფასებზე ვაჭრობდნენ „ვაჭრობდით ვის გექნებოდათ 100 ან 200 ლარით მეტი ხელფასი“ – განაცხადა წითლიძემ ტელეკომპანია ,,ფორმულას” ეთერში.




