რიწაში ბოლო ათ დღეში 6,5 მილიონი რუბლის ბილეთი გაიყიდა

2024 წლის 1 იანვრიდან 10 იანვრამდე საახალწლო არდადეგების დროს რიწის პარკს 10 127 ადამიანი ეწვია. აქედან 1120 ბავშვი იყო. გაყიდული ბილეთებიდან ფინანსური შემოსავლების მოცულობა 6,525,900 რუბლს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას ე.წ. აფხაზეთის ტურიზმის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. 2023 წლის იმავე პერიოდისთვის ეს მაჩვენებელი 10 077 ადამიანს შეადგენდა, აქედან 1045 ბავშვი იყო.
ბოლო ათ დღეში რიწის პარკში გაყიდული ბილეთების ფინანსურრმა შემოსავალმა 6,531,400 რუბლი შეადგინა. რაც 188 104 ლარს შეადგენს.




