ჯვარში ბობოხოების საცხოვრებელი სახლი დაიწვა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის, ყოფილი ჩაის ფაბრიკის დასახლებაში (ზემო ოჭანეს უბანი) ბობოხიების საცხოვრებელ სახლს ხანძარი გაუჩნდა. ხანძარმა ნაწილობრივ დააზიანა გვერდით მცხოვრები ფიფიების ოჯახიც.
ადგილზე მუშაობდნენ სახანძრო-სამაშველო სამსახურის მაშველები, ხანძარი ამჟამად ლიკვიდირებულია. ადგილზე იმყოფებოდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი.



