ზუგდიდი-მესტიის საავტომობილო გზაზე, ხაიშის მონაკვეთთან მოძრაობა ისევ აღდგა

ზუგდიდი-მესტიის საავტომობილო გზაზე, ხაიშის მონაკვეთთან მოძრაობა ისევ აღდგა. ავტომობილები, ორივე მიმართულებით უპრობლემოდ გადაადგილდებიან, თუმცა მოქმედებს შეზღუდვები. ადგილზე მიმდინარეობს ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები. მძიმე ტექნიკა, გზის სავალ ნაწილს დარჩენილი კლდოვანი მასისგან ათავისუფლებს.
Ზუგდიდი-მესტიის 73-კმ-ზე მოძრაობა რამდენჯერმე ჩაიკეტა. Საავტომობილო გზის ჩახერგვა, კლდოვანი მასის ჩამოშლამ გამოიწვია.




