ახალი წლის დღეები ზუგდიდში გალა კონცერტით დასრულდა

მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით საახალწლო ღონისძიებას დღეს ზუგდიდმა უმასპინძლა.
დადიანების სასახლეთა ეზოში მთელი დღის მანძილზე მოეწყობილი იყო საშობაო ბაზრობა, საბავშვო, მეწარმეების და კვების სივრცეები. პატარების განწყობაზე ანიმატორებმა და ზღაპრის გმირებმა იზრუნეს, საჩუქრებს არიგებდა სანტა კლასი.
საახალწლო ღონისძიება ზუგდიდში შვიდკაცას, ჯგუფ Killage-ს კონცერტითა და ფოიერვერკით დასრულდა. ზუგდიდის შემდეგ, ახალი წლის დღეების ფარგლებში ღონისძიებები სამეგრელოს რეგიონში 7 იანვარს ფოთში ჩატარდება.



