სვანეთის გზა გაიხსნა – ჩამოშლილი კლდოვანი მასა გაწმენდილია

Ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის საავტომობილო გზაზე მოძრაობა სრულად აღდგა. Რამდენიმე საათის განმავლობაში ათობით ავტომობილი ელოდებოდა გზის გახსნას, როგორც მესტიის ასევე ზუგდიდის მიმართულებით.
მესტიის გზის ერთ-ერთ მონაკვეთზე, სოფელ ხაიშთან, კლდე ჩამოიშალა, რამაც ზემო სვანეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა ჩაკეტა.
Უწყვეტ რეჟიმში, მუშაობდა მძიმე ტექნიკა. Ადგილზე მობილიზებული იყვნენ, სამართალდამცავები, საგზაო დეპარტამენტის და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები.
Კლდოვანი მასა სოფელ ხაიშთან, წუელ გვიან ღამით ჩამოიშალა, კლდის ჩამონგრევა სავარაუდოდ, უხვმა ნალექმა გამოიწვია.



