კლდოვანი მასის ჩამოშლის გამო მესტიის გზა ისევ ჩაიკეტა

Ზუგდიდი-მესტიის საავტომობილო გზაზე, ხაიშის მონაკვეთი ისევ ჩაიკეტა. Საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლების განცხადებით, ახალი კლდოვანი მასა ჩამოიშალა, არის საშიშროება ქვათაცვენის, რის გამოც აღნიშულ მონაკვეთზე მოძრაობა ისევ აიკრძალა. Ადგილზე მუშაობს მძიმე ტექნიკა.
Ხაიშის მონაკვეთთან, წუხელ ჩახერგილი გზა მხოლოდ რამდენიმე წუთით გაიხსნა. Იმ ავტომობილებმა, რომლებიც რამდენიმე საათი ელოდებოდნენ მოძრაობის უპრობლემოდ შეძლეს გადაადგილება, როგორც მესტიის ასევე ზუგდიდის მიმართუოებით.
Ამ დროისთვის, კი Ახალი ქვათქცვენის გამო, ავტომობილებს მოძრაობა მხოლოდ ხაიშამდე შეუძლიათ.




