ხაიშთან კლდე ჩამოიშალა – მესტიის გზა ჩაკეტილია

მესტია-ზუგდიდის მიმართულებით გზა ჩაკეტილია, მიზეზი სოფელ ხაიშთან კლდის ჩამოშლა გახდა. როგორც STV-ს შემთხვევის ადგილიდან აცნობეს გზაზე კლდის დიდი ლოდები ჩამოწვა, ხილვადობა რთულია და უსაფრთხოებიდან გამომდინარე დილამდე გაწმენდითი სამუშაოები ვერ ხერხდება.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც გზების დეპარგამენტში აცხადებენ, „შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 73-ე კმ-ზე დიდი მოცულობის კლდოვანი მასა ჩამოვიდა. ქვათაცვენის გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე 4 იანვრის 08:00 საათამდე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.“
თანდართული ფოტო არ ასახავს რეალობას და ის არქივიდანა



![რიწის პარკში გზა ჩამოიშალა [ფოტო]](https://api.stv.ge/uploads/2024/01/f52793a3cf60c8f1dd915eef76962d02_XL-960x693.jpg)
