სვანეთში მეწყერი ჩამოწვა ცენტრალური გზა ჩაკეტილია

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 89-ე კმ-ზე, გზის სავალ ნაწილზე ჩამოსულია მეწყერი, რომელმაც საავტომობილო მოძრაობა ჩაკეტა.
„ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტექნიკის მობილიზება, რათა უმოკლეს ვადებში გაიწმინდოს გზის სავალი ნაწილი და აღდგეს საავტომობილო მოძრაობა” აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.




