ობუჯის ადმინისტრაციული ერთეულის ერთ-ერთ უნბანში მეწყერი ჩამოწვა

ძლიერი წვიმის შედეგად, ობუჯის ადმინისტრაციული ერთეულის ჯაღირას უბანში, კერძოდ საქებურიოს ტერიტორიაზე მეწყერი ჩამოწვა, ჩამოიშალა ლოდი და გზა მთლიანად ჩაიხერგა ნაშალი მასით.
უხვმა ნალექმა ასევე დააზიანა საჩინო-ჩქვალერის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთი. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ლაშა ზარქუა და მერის მოადგილე თამარ ბელქანია, ისინი არსებულ სიტუაციას გაეცნენ.
ჯაღირას ტერიტორიაზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები,მობილიზებულია ტექნიკა და უახლოეს საათებში მოხდება გზის სავალი ნაწილის აღდგენა.

მსგავსი სიახლეები

ობუჯის ადმინისტრაციული ერთეულის სასონგულიოს უბანში უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველყოფის მიზნით, სამუშაოები დასრულდა

ობუჯის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჯაღირის მოსახლეობა დღეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერს გიორგი ხარჩილავას შეხვდა. ინფორმაციას წალენჯიხის მერია ავრცელებს.


