გოჩა ხურცილავას ოჯახი მიხეილ სააკაშვილის და მისი დანაშაულებრივი რეჟიმის გასამართლებას ითხოვს

2009-10 წლებში ე.წ. ტერორისტული აქტების განხორციელებაში ბრალდებული და ამჟამად მოქმედი პატიმრის გოჩა ხურცილავას ოჯახმა და ახლობლებმა მარტვილში აქცია გამართეს. ოჯახი მოითხოვს მიხეილ სააკაშვილის და მისი დანაშაულებრივი რეჟიმის გასამართლებას.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ გოჩა ხურცილავას და მის ოჯახის წევრებს, წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა მათივე იმიტირებული ტერორისტული აქტები დააბრალეს. აღიარებითი ცრუ ჩვენებების მიღების სანაცვლოდ ისინი მეგის ქარდავამ და იმ დროინდელმა ძალოვანმა სტრუქტურის წარმომადგენლებმა აწამეს.
ოჯახის განცხადებით, ქარდავა ერთ-ერთი ორგანიზატორია ე.წ. ტერაქტების სერიების და ხელისუფლებას მიმართავენ რომ ის როგორც დამნაშავე დაისაჯოს კანონის სრული სიმკაცრით. აქციაში ასევე მონაწილეობას იღებდნენ ამ საქმეზე გასამართლებული ყოფილი პატიმრები, რომლებიც აცხადებენ, რომ არიან წინა ხელისუფლების სისხლიანი რეჟიმის მსხვერპლები და იმ დროინდელმა სისტემამ მათზე აბსურდული ბრალდების აღიარების მიზნით,ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლა განახორციელა. გოჩა ხურცილავა ერთ-ერთია, ვინც 2010 წელს ყოფილმა ხელისუფლბამ, საქართველოს ტერიტორიაზე აფეთქებათა სერიის ორგანიზებაში, შესრულებასა და ხელშეწყობის ბრალდებით დააკავა.
მსგავსი სიახლეები

რატი ბრეგაძე: სტრასბურგის სასამართლომ უარი უთხრა მიხეილ სააკაშვილს ვარშავაში გადაყვანაზე და სახელმწიფოს არ დაავალა ქვეყნის შიგნით მისი სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა


