ფახულანის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობის უფასო სამედიცინო გამოკვლევები უტარდება

ა(ა)იპ” კუმ-დეო მედიკოსები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის”საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის აქტიური მხარდაჭერით, ფახულანის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობის უფასო სამედიცინო გამოკვლევებს მართავენ.
“კუმ-დეო მედიკოსები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის”დამფუძნებელი და თავმჯდომარე გახლავთ კარდიოლოგი, პროფესორი სოლომონ ზეიკიძე.მასთან ერთად მედიცინის სხვადასხვა სახის სპეციალისტები-ენდოკრინოლოგი, ნევროლოგი, თერაპევტი და ფიზიოთერაპევტი იმყოფებიან.
ამ ეტაპზე გამოკვლევები 60-მდე ბენეფიციარმა გაიარა, პაციენტებს ასევე სამკურნალო მედიკამენტები უფასოდ გადაეცათ.




