ირაკლი კობახიძე: არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით დღეს სპეკულაციებისთვის სივრცე დასრულდა, თუ ასეთი მმართველობა იყო, მაშინ ბიძინა ივანიშვილს დაბრუნება რატომ დასჭირდა?

უნდა აღინიშნოს, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში, რაც გააძლიერებს არამარტო ჩვენს გუნდს, არამედ ჩვენს ქვეყანას და მისცემს იმის შესაძლებლობას, რომ დიდ წარმატებას მიაღწიოს შემდგომში, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით განაცხადა.
„ამ გადაწყვეტილებისთვის მადლობა უნდა გადავუხადოთ ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც იზიარებს პარტიის ყველა წევრი და მხარდამჭერი. რაც შეეხება გუნდის გაძლიერებას, ბატონმა ბიძინამ ძალიან კარგად განმარტა მისი პოლიტიკაში დაბრუნების მიზანი. აქ მიზეზი იყო არა ის, რომ გუნდს აქვს საარჩევნოდ სისუსტე, პირიქით, თავად ბატონმა ბიძინამ აღნიშნა, რომ დღეს გუნდს აქვს ძალიან ძლიერი პოზიციები. თუმცა, იმ პირობებში, რაზეც ის საუბრობდა, რომ ოპოზიცია არის სრულად მოშლილი და განადგურებული, არის სხვა გამოწვევები და ამ გამოწვევებზე საპასუხოდ მიიღო ბატონმა ბიძინამ ეს გადაწყვეტილება. დღეს სპეკულაციებისთვის სივრცე დასრულდა არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით, თუ ასეთი მმართველობა იყო, მაშინ დაბრუნება რატომ დასჭირდა? რაც ბატონმა ბიძინამ ბრძანა, რჩევების მიცემა აბსოლუტურად ჯანსაღი მოვლენაა და ნებისმიერ ქვეყანაში ხდება. ეს არ ნიშნავს არაფორმალურ მმართველობას“, – აღნიშნა კობახიძემ.
ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ყრილობაზე გახდა ცნობილი.
მსგავსი სიახლეები

ირაკლი კობახიძე: ვერანაირი შანტაჟით ისინი ვერ აიძულებენ ბიძინა ივანიშვილს, რომ ქვეყნის ომში ჩასართავად დაბრუნდეს პოლიტიკაში

ირაკლი კობახიძე: ძალადობის მთავარი წყარო იყო პარტიული ოფისები და როგორც კი შევედით პარტიულ ოფისებში და ამოვიღეთ შესაბამისი ძალადობის იარაღი, მაშინვე დასრულდა ძალადობა


