ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს კიდევ ერთი ხეივანი-თაღედი შეემატა

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს კიდევ ერთი ახალი ხეივანი-თაღედი შეემატა. ვარდების ხეივანი-თაღედი მოეწყო I სექტორის მე-40 და 41-ე თარგებს შორის მდებარე ბილიკზე.
„აღნიშნულ ლოკაციაზე 28 სახეობის 56 ერთეული სხვადასხვა ფერის ხვიარა ვარდები დაირგო.
ვარდების ხეივანი აამაღლებს ბოტანიკური ბაღის ცნობადობას და გაზრდის ოჯახურ გარემოში კომფორტულად დასვენების მსურველი ვიზიტორების რაოდენობას.“ – წერია ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


![ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს ორი თეთრი გედი შეემატა [ფოტორეპორტაჟი]](https://api.stv.ge/uploads/2025/04/ქ2-960x695.jpg)
