სენაკს კიდევ ერთი განახლებული ქუჩა შეემატა

ეს თამარის ქუჩაა, რომლის რეაბილიტაციის პროექტის ღირებულებამ 350 370 ლარი შეადგინა. ბოლო სამი წლის მანძილზე, სენაკის მუნიციპალიტეტში, 500-მდე ინფრასტუქტურული პროექტი განხორციელდა.
მათ შორის, 2017-2020 წლებში, ქალაქად რეაბილიტირდა 75 ქუჩა, ხოლო ადმინისტრაციულ ერთეულებში – 54. მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ასევე უწყვეტ რეჟიმში ხორციელდება მოსახლეობის საჭიროებაზე მორგებული სხვა მნიშვნელოვანი პროექტები.




