სენაკს კიდევ ერთი განახლებული ქუჩა შეემატა

ქალაქ სენაკში, ვახტანგ მეფის ქუჩაზე, გზის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, პირველ მოადგილესთან, გრიგოლ ბაღათურიასთან და საკრებულოს წევრთან, საბა ოდიშარიასთან ერთად, ვახტანგ მეფის ქუჩაზე მიმდინარე საგზაო ინფრასტურქტურულ სამუშაოებს გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
პროექტის ფარგლებში, ძველი, გაუვალი საფარი, ასფალტის ახალი საფარით იცვლება. მნიშვნელოვანია, რომ რეაბილიტაცია ასევე უტარდება წყალმომარაგების სისტემას. სამუშაოების დასრულების შემდეგ, 70 ოჯახი სასმელი წყლით იქნება უზრუნველყოფილი. პროექტის ღირებულება 265 386 ლარს შეადგენს.
სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთდროულად რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობს და ეტაპობრივად, მთელ მუნიციპალიტეტს მოიცავს.




