წარმატებული სენაკელი ახალგაზრდა გიგი გუგუნავა ჰოფსტრას უნივერსიტეტის ასტროფიზიკის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა

სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის XII კლასის წარმატებულ მოსწავლეს, გიგი გუგუნავას და სკოლა-გიმნაზიის დირექტორს, ნინო ჯანჯღავას შეხვდა.
მუნიციპალიტეტის მერმა, გიგის მოპოვებული წარმატება მიულოცა. გიგი გუგუნავა, ნიუ იორკში, ჰოფსტრას უნივერსიტეტის (Hofstra University) ასტროფიზიკის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. მან გამოცდების შედეგად 50% გრანტი მოიპოვა, ხოლო უნივერსიტეტის ონლაინ-შიდა დაფინანსებით – 100% გრანტი.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერია წარმატებულ სენაკელ ახალგაზრდას ფულად ჯილდოს გადასცემს.




