დადიანი პროდაქშენი პიარის და მარკეტინგის სფეროში პირველი კომპანიაა, რომელიც ინტეგრირებული ვებ გვერდით მომხმარებელს სერვისის ონლაინ შერჩევას და ყიდვას სთავაზობს

პიარ, მარკეტინგული, საკონსულტაციო და ივენთ კომპანია დადიანი პროდაქშენი-ს ინტეგრირებული ვებ-გვერდი ჩაეშვა (www.dadianiproduction.ge). დღეიდან საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მყოფ მოქალაქეებს შეეძლებათ დისტანციურად, პირდაპირ ვებ-გვერდიდან მარტივად გააკეთონ განაცხადი, იყიდონ კომპანიის მომსახურება და გადაიხადონ ვებ-გვერდში ჩაშენებული საქართველოს ბანკის მარტივი და უსაფრთხო გადახდის სისტემით.
დადიანი პროდაქშენი ამ სფეროში პირველი კომპანიაა, რომელიც მსგავს სერვისს ნერგავს და ონლაინ გაყიდვების ბაზარს ითვისებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ: „ონლაინ გაყიდვების მიმართულებით მზარდი ტენდენციებია, ამიტომაც გადავწყვიტეთ მომხმარებელს შევთავაზოთ ონლაინ მარტივი მომსახურება და გადახდის სისტემა. მსგავსი სერვისი საქართველოში ჩვენს კონკურენტ კომპანიებს არ აქვთ, დაარსების დღიდან ვცდილობთ ინოვაციური სერვისები დავნერგოთ და მაქსიმალურად გაუმარტივოთ მომხმარებელს ყველა პროცესი. მოგეხსენებათ ჩვენი სფერო სპეციფიკურია, პროექტების სირთულის მიხედვით განისაზღვრება ინდივიდუალური ფასები, მაგრამ მიუხედავად ამისა მომხმარებელს კონკრეტულ მომსახურებაზე ფიქსირებული ფასის ონლაინ გადახდის საშუალებას ვთავაზობთ. მაგალითად კომპანიას შეიძლება სჭირდებოდეს ფოტოგრაფი, კლიპის გადაღება მარკეტინგული მასალების დამზადება, სტრატეგიის შექმნა – ის ჯავშნის, იხდის ჩვენი საიტის მეშვეობით და მცირე დროის ხარჯვით იღებს მაქსიმალურ შედეგს.“
სავაჭრო სამრეწველო პალატის ეს პროექტი კომპანიას ხელს უწყობს მომსახურება გადავიდეს ონლაინ შეკვეთებზე, რითაც დაიზოგება დრო, მომხმარებელი კი ონლაინ მიიღებს მომსახურების სრულფასოვან აღწერას, მსგავსი შესრულებული პროექტებითა და ვიზუალიზაციით. ვებ-გვერდი აღჭურვილი იქნება ონლაინ-გადახდის ფუნქციონალით, რაც იმას ნიშნავ იმას, რომ ელექტრონულად ანგარიშსწორების ოპერაციები განხორციელდება შეუფერხებლად, დაყოვნების გარეშე.
„მადლობა საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატას, სწორედ მათ მიერ გამოცხადებულ პროექტის ფარგლებში დაგვიმზადა ვებ-გვერდი, რომელმაც დანერგა ჩვენი მომსახურების ონლაინ შესყიდვის სერვისი, რაც საშუალებას მოგვცემს დროის უმოკლეს მონაკვეთში მივიღოთ შეკვეთა და გავწიოთ თქვენთვის სასურველი მომსახურება“ – წერია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. კომპანია „დადიანი პროდაქშენი“ საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის პროექტის გამარჯვებული მიმდინარე წლის ოქტომბერში გახდა.
„დადიანი პროდაქშენი“ სამეგრელოს რეგიონში პირველი მარკეტინგული, პიარ და ივენთ კომპანიაა. „დადიანი პროდაქშენი“ ბაზარზე მიმდინარე წლის მარტში გამოჩნდა. კომპანია იკავებს მარკეტინგის, პიარის და ღონისძიებების ორგანიზების ნიშას – სამეგრელოს რეგიონში. „დადიანი პროდაქშენმა“ სექტემბრიდან უკვე დაფარა სხვა რეგიონებიც. კომპანია სპეციალურ ფასად სფეროში არსებულ მაღალმოთხოვნად კადრებთან თანამშრომლობს და დამკვეთს ერთი ფანჯრის პრინციპით ყველა სახის მომსახურებას სთავაზობს.
კომპანიის მომსახურების სფეროებია:
- სოციალური მედიის მართვა,
- კონტენტის შექმნა,
- სოციალური მედიის განვითარების გრძელვადიანი და მოკლევადიანი გეგმების შედგენა;
- მედია მომსახურება: სატელევიზიო, ვებ პლატფორმისა და რადიო მასალებისა და სარეკლამო მასალების დამზადება (იდეის შემუშავება, გადაღება, გავრცელება);
- პრესკონფერენციის, ფორუმის, ოფიციალური ღონისძიებების მოწყობა;
- კომპანიის ბრენდინგი;
- ფოტო, ვიდეო და აეროგადაღების კამერის მომსახურება (გადაღება/მონტაჟი);
- დოკუმენტური ფილმების გადაღება (სცენარის შექმნა, დაგეგმვა, გადაღება, მონტაჟი, პრომოუშენი);
- კომპანიის სამოქმედო გეგმის შემუშავება, პიარ გეგმის შემუშავება, კამპანიების დაგეგმვა, პროექტების წერა და შემუშავება;
- მარკეტინგული მასალების დამზადება;
- ივენთების მოწყობა, ღონისძიებების კვებითი მომსახურება.
მსგავსი სიახლეები

ჩემი პირადი ცხოვრება ახლა და მომავალშიც მთლიანად უკავშირდება სოფოს და იმ დიდ სიყვარულს, რომელიც გვაკავშირებს მე, მას და ალისას – სააკაშვილი

ბიძინა ივანიშვილი: ვფიქრობ, დასჯამ და სანქცირებამ უკუშედეგი გამოიღო, არ იმუშავა და ვერც იმუშავებს, საზოგადოება უფრო ღიზიანდება განცხადებებით, რომელიც არაკორექტულია და ძალიან ხშირად, ობიექტურობას სცილდება


