მერაბ ქვარაია თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის, თავმჯდომარის მოადგილედ მერაბ ქვარაია აირჩიეს.
მერაბ ქვარაია საქართველოს მე-9 და მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრია. ის წინა მოწვევის პარლამენტში ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი იყო. მანამდე კი ქვარაია ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტს იკავებდა. იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილეც.




