ხახუბიას ინიცირებული ახალი კანონპროექტის მიღების შემთხვევაში ფოთის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად გაიზრდება

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წინაშე, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გიორგი ხახუბიამ, პირველი მოსმენით წარადგინა ინიციატივა, რომელიც ეხება საპორტო ქალაქებში ადგილობრივი საკონტეინერო მოსაკრებლის დაწესებას.
ცვლილების შედეგად ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს საპორტო ქალაქებში საშუალება ექნებათ დააწესონ ადგილობრივი მოსაკრებელი, რომელიც განისაზღვრება საზღვაო ნავსადგურში გადამუშავებულ ერთ კონტეინერზე არაუმეტეს 30 ლარის ოდენობით.
ფოთში ტვირთბრუნვის რიცხვი გაზრდილია და პორტის გაფართოებასთან ერთად კიდევ უფრო გაიზრდება. ინიციატივის მხარდაჭერა ქალაქის ბიუჯეტის მნიშვნელოვან ზრდაზე აისახება.
,,საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წინაშე პირველი მოსმენით წარვადგინე ჩემი და ჩემი კოლეგების მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც ეხება საპორტო ქალაქებში ადგილობრივი საკონტეინერო მოსაკრებლის დაწესებას.
ცვლილების შედეგად ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს საპორტო ქალაქებში საშუალება ექნებათ დააწესონ ადგილობრივი საკონტეინერო მოსაკრებელი, რომელიც განისაზღვრება საზღვაო ნავსადგურში გადამუშავებულ ერთ კონტეინერზე არაუმეტეს 30 ლარის ოდენობით.
დარწმუნებული ვარ, დეპუტატების უმრავლესობა მხარს დაუჭერს აღნიშნულ ინიციატივას, რაც საშუალებას მოგვცემს დიდი თანხების აკუმულირება მოვახდინოთ ადგილობრივ ბიუჯეტში.
ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია საქართველოს სატრანზიტო დერეფნის განვითარება და შესაბამისად, მოლოდინი გვაქვს, რომ კანონის დამტკიცების შემდგომ ადგილობრივი საკონტეინერო მოსაკრებლიდან მიღებული თანხის ჯამური მოცულობა იქნება მუდმივად მზარდი, რაც საშუალებას მოგვცემს ღირსეულად გავუმკლავდეთ ყველა იმ გამოწვევას, რომელიც ჩვენი ქალაქის წინაშე დგას.
დიდ მადლობას ვუხდი ჩემს კოლეგებს, კანონპროექტის თანაავტორებსა და ყველა მხარდამჭერს.
ფოთზე და ფოთელებზე ზრუნვა ჩემი და ჩვენი გუნდის პრიორიტეტია.” – წერა ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ხახუბია.




