ზუგდიდში ენმ 17-მა ადგილობრივმა ლიდერმა დატოვა

ზუგდიდში საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ 14 წევრი და ენმ-ის აქტივის 3 თანამშრომელი პარტიას ტოვებენ. ამის შესახებ განცხადება ფრაქციის თავმჯდომარემ მაია კალანდიამ საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. პარტიიდან წავიდა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თემურ ბასილაიაც. აღნიშნული ადამიანები შიდაპარტიულ არჩევნებში ნიკა მელიას უჭერდნენ მხარს, რამდენიმე დღის წინ კი ლევან ხაბეიშვილის გადადგომაც მოითხოვეს.
„მინდა გითხრათ, რომ დღეს, აქ რასაც გავაჟღერებთ ჩვენთვის, თითოეული ადამიანისთვის ეს არის უმძიმესი გადაწყვეტილება. ბევრი ვიფიქრე უძინარი ღამის შემდეგ, თუ როგორ დამეწყო და ვისთვის მიმემართა, ჩემი პირველი ადრესატი ამ შემთხვევაში არის საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ან ახლა ნახავს და შემგომში ჩვენს მიერ მიღებულ მძიმე გადაწყვეტილებას“, – თქვა მაია კალანდიამ. მათივე განმარტებით, ჯერჯერობითსაკრებულოში ისინი ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებად რჩებიან.
თუმცა პარტიის დატოვების შემდეგ დატოვებენ თუ არა მათ ფრაქციაში ჯერ უცნობია. ამ სვლით ნიკა მელიას ფლანგმა ხაბიშვილს დაასწრო, ჯერ კიდევ გუშინ stv.ge ექსკლუზიურად წერდა, რომ ხაბეიშვილი კალანდიას ფრაქციის თავმჯდომარის პოსტიდან გადაყენებას გეგმავდა.
ჩვენ ვმუშაობთ თემაზე და ენმ-ის კომენტარს შემოგთავაზებთ.


