ირაკლი ღარიბაშვილი: ქრონიკული დაავადების მქონე პენსიონერები მედიკამენტებს უფასოდ მიიღებენ 2024 წელს და ჩვენ ამ ტენდენციას შევინარჩუნებთ

ქრონიკული დაავადების მქონე პენსიონერები მედიკამენტებს უფასოდ მიიღებენ 2024 წელს და ჩვენ ამ ტენდენციას შევინარჩუნებთ, – ამის შესახებ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„გაიზარდა ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება. მომდევნო წელს პენსიონერები, რომლებიც, ასე ვთქვათ, დამოკიდებულნი არიან ქრონიკული დაავადების სამკურნალო მედიკამენტებზე, მთელი წლის განმავლობაში, მათ ექნებათ უფასო მედიკამენტები. ეს არის დაახლოებით 400 000 ადამიანი, რაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი შეღავათია. გარდა იმისა, რომ ჩვენ პენსიონერებს გავუზარდეთ პენსიები და უკვე თითქმის 500 ლარამდეა პენსია. 2012 წელს იყო 110 ლარი და გახდა 500 ლარამდე. ქრონიკული დაავადების მქონე პენსიონერები მედიკამენტებს უფასოდ მიიღებენ 2024 წელს და ჩვენ ამ ტენდენციას შევინარჩუნებთ“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
მსგავსი სიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წელს მსოფლიო ტურიზმის დღე საქართველოში აღინიშნება და სიმბოლურია, რომ მისი მთავარი თემა იქნება მშვიდობა და ტურიზმი და რომ სწორედ ჩვენი ქვეყანაა არჩეული ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების ჩასატარებლად

ირაკლი ღარიბაშვილი: დაბრუნდა მესამე მსოფლიო ომის საფრთხე და ბირთვული ომის რიტორიკა, ამ დროს ჩვენ, პატარა ქვეყანა, ჩვენი ერი, რომელიც გამოირჩევა თავისი გონიერებით და ვიცით, როგორ გადავრჩეთ, სად მივექანებით, სად მიგვაქანებენ ეს ადამიანები


