ირაკლი ღარიბაშვილი: ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების, ამ ძალოვანი უწყებების ყოფილ თანამშრომელთა პენსია 1000 ლარამდე გაიზრდება

მივიღეთ გადაწყვეტილება – ყოფილი პოლიციელები, ჯარისკაცები ამ ძალოვნების თანამშრომლები მიიღებენ გაზრდილ პენსიას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„დღემდე მაქსიმალური ზღვარი პენსიის იყო 560 ლარი და გაიზრდება 1000 ლარამდე. 20%-ით გაიზრდება თითოეულ ნამსახურებ წელზე გათვლილი თანხის მოცულობა. მინდა მადლიერება გამოვხატო ჩვენი ძალოვანი უწყებების მიმართ და ეს იქნება ღირსეული პენსია, რომელიც გვინდა ყოველ წელს გაიზარდოს“, – აღნიშნა პრემიერმა.
მსგავსი სიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილი: აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ვულოცავ ყველას, ვინც ქრისტიანებისათვის ამ უმნიშვნელოვანეს და ღირსშესანიშნავ მოვლენას დღეს აღნიშნავს

ირაკლი ღარიბაშვილი: ქრონიკული დაავადების მქონე პენსიონერები მედიკამენტებს უფასოდ მიიღებენ 2024 წელს და ჩვენ ამ ტენდენციას შევინარჩუნებთ


