ჩქვალერში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ სამუშაოები განხორციელდება

ჩქვალერის ადმინისტრაციულ ერთეულში, სტიქიის შედეგად დამეწყრილ გზის მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას წალენჯიხის მერია ავრველებს
„პროექტის სახარჯთაღრიცხვო ღირებულება-1.676.100 ლარს შეადგენს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ხარჩილავა ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და პროექტის განხორციელების საკითხებზე ესაუბრა.
დამეწყრილი გზის მონაკვეთზე სრულად შეიცვლება საგზაო სამოსის ტიპიური კონსტრუქცია,კიუვეტის კონსტრუქცია,საყრდენი კედლების კონსტრუქცია, ხიმინჯების კონსტრუქცია.
მიერთებისა და ადგილობრივი შესასვლელების,ეზოში შესასვლელების კონსტრუქცია.
მოეწყობა საგზაო ნიშნები და მონიშვნები.
გიორგი ხარჩილავამ ასევე მოსახლეობას გააცნო ტურისტული ზონის,ჩქვალერი-ინწირას ხეობაში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობასთან დაკავშირებით განსახორციელებელი საკითხები და მოსახლეობის მიერ დასმულ შეკითხვებსაც უპასუხა.“ ნათქვამია წალენჯიხის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ, სტიქიის შედეგად დაზარალებულ მუნიციპალიტეტებს თანხა მთავრობის განკარგულებით გამოეყო.




