ფოთში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება

ფოთში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აქტიურ კოორდინირებას უწევენ რეაბილიტაციის პროცესის მიმდინარეობას.
მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების გადახურვისა და სახურავების აღდგენის სამუშაოებს ქალაქ ფოთის მერის პირველი მოადგილე კონსტანტინე თოფურია შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.
მიმდინარე ეტაპზე ფოთში 16 მრავალბინიანი სახლი გადაიხურება.




