ფოთში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რეგიონული პროექტები მართვის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი თოფურია, სამეგრელო -ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე ირაკლი ჯიქია ფოთში 30 ნოემბრის სტიქიის შედეგებს გაეცნენ.
ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებთან კონსტანტინე თოფურიასთან და მამუკა პაპასკირთან ერთად, მათ ქარის შედეგად დაზიანებული ობიექტები მოინახულეს და სალიკვიდაციო სამუშაოები დაათვალიერეს.




