ჩხოროწყუს მერმა დღის ცენტრის ბენეფიციარებს შშმ პირთა დღე მიულოცა

დღეს, 3 დეკემბერს, შშმ პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქალაქ ჩხოროწყუს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დღის ცენტრს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და მერის მოადგილე ვალერი თოდუა ესტუმრნენ.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა დღის ცენტრის ბენეფიციარებს საერთაშორისო თარიღი პირადად მიულოცეს და მათ საჩუქრები გადასცეს.




