სენაკში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო და აღდგენილი სამუშაოები გრძელდება

სენაკის მუნიციპალიტეტში, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებები და დაზიანებული ტერიტორიების ნატანი მასალისგან გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება. სპეციალური ტექნიკის საშუალებით ირეცხება ქალაქის ქუჩები; რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორია.
მუნიციპალური და სამაშველო სამსახურები, მოხალისეობრივი ჯგუფები – ქუთაისის, ზუგდიდის, ხობის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის, ქობულეთის, სამტრედიის, მარტვილის, ფოთის, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტების ,,ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციების წევრები, აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის, ფოთის, ზუგდიდისა და ხობის მუნიციპალიტეტების დასუფთავების ცენტრების წარმომადგნელები, სტიქიის შედეგად დაზიანებულ ლოკაციებზე იმყოფებიან და დატბორილ კერძო სახლებს, ეზოებს ასუფთავებენ.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, სტიქიის ზონაში იმყოფება და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და მოხალისეებთან ერთად, გაწმენდით და აღდგენით სამუშაოებშია ჩართული.




