ზუგდიდში წითელას ვირუსთან დაკავშირებით იანვრის თვეში მომართვიანობამ იმატა
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში წითელას ვირუსთან დაკავშირებით იანვრის თვეში მომართვიანობამ იმატა. როგორც საავადმყოფოს ინფექციონისტი, ლალი დარახველიძე აცხადებს, იანვარში ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოს სულ 49 ადამიანმა მიმართა.
ამათგან კი კსაავადმყოფოში მკურნალობას ამ ეტაპზე 5 პაციენტი განაგრძობს, მათ შორის 1 ბავშვია. მედიკოსის შეფასებით, ხუთივეს ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.



