წითელას შემთხვევებმა ზუგდიდში კიდევ იმატა

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში წითელას შემთხვევებმა ბოლო პერიოდში იმატა. როგორც ინფექციონისტი ნონა თოლორაია აცხადებს, დღეის მდგომარეობით კლინიკაში სულ 53 ადამიანი მკურნალობდა, ამათგან 5 კვლავ რჩება საავადმყოფოში და ხუთივეს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.


