ზუგდიდში 128 წარჩინებულ მოსწავლეს კომპიუტერი გადაეცა

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამა ,,ჩემი პირველი კომპიუტერი“-ს ფარგლებში, ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, 2022-2023 სასწავლო წლის საბაზო საფეხურის წარჩინებული 128 მოსწავლე პერსონალური კომპიუტერებით დაჯილდოვდა.
მოსწავლეებს კომპიუტერები ზუგდიდის მერმა მამუკა წოწერიამ საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელთან, მამუკა ბულიასთან ერთად გადასცა.
,,ჩემი პირველი კომპიუტერი“- პროგრამას საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტრო, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსთან ერთად, უკვე მე- 15 წელია წარმატებით ახორციელებს.
პროგრამის ბენეფიციარებად
განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა .
პროგრამის მიზანს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული
სწავლების მეთოდების გაძლიერება წარმოადგენს.




