სენაკის მერის ახალი მოადგილე საკურატორო სამსახურებს შეხვდა

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ნანა ზარანდია, მერიის ადმინისტრაციული, განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის, ჯანდაცვისა და სოციალური, სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურების ხელმძღვანელებს, განყოფილების უფროსებს და სამსახურების სპეციალისტებს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქმისწარმოების, ადამიანური რესურსების მართვის, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციული უზრუნველყოფის, შესყიდვების, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის, ადმინისტრაციულ ერთეულებში საქმიანობის კოორდინაციის, იურიდიული, კულტურულ-საგანმანათლებლო, სპორტისა და ახალგაზრდობის, ჯანდაცვისა და სოციალური, სამხედრო გაწვევის მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილ აქტივობებს, არსებულ გამოწვევებს და მათი გადაჭრის გზებს.
მერის მოადგილემ, ნანა ზარანდიამ, სამუშაო შეხვედრაზე აღნიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები პერმანენტულად ჩატარდება, რაც გუნდურ მუშაობას, ჯანსაღ კომუნიკაციას , მნიშვნელოვანი საკითხების შესწავლა- გადაწყვეტას უზრუნველყოფს.
მერის მოადგილის პოსტს ნანა ზარანდია 29 სექტემბრიდან იკავებს და ის მუნიციპალიტეტის მერიაში კურატორობას გაუწევს ადმინისტრაციულ, განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის, ჯანდაცვის, სოციალურ, სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურებს, მუნიციპალურ ა(ა)ი.პ.-ებს და შპს-ებს.




