კოლხეთის ეროვნული პარკი – წამყვანი ეროვნული პარკის ტიტულის მფლობელი გახდა

მსოფლიო ტურიზმის ოსკარად წოდებული „World Travel Awards“-ის გამარჯვებული კოლხეთის ეროვნული პარკი გახდა. კოლხეთის ეროვნულმა პარკმა – „წამყვანი ეროვნული პარკი საქართველოში“ ტიტული მოიპოვა.
,,World Travel Awards” დაჯილდოება 1993 წლიდან სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის ყველა სექტორში საუკეთესო მიმართულებებისა და კომპანიების გამოვლენისა და დაჯილდოების მიზნით იმართება. ღონისძიებას წელს ბათუმმა უმასპინძლა.
ევროპის გალა ცერემონიის ფარგლებში ბათუმს 24 ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიის, მედიისა და ტურიზმის სამთავრობო უწყებების 300-მდე წარმომადგენელი სტუმრობდა.
ცნობისთვის, კოლხეთის ეროვნულ პარკთან ერთად „ტურიზმის ოსკარის“ გამარჯვებულია მარტვილის კანიონიც.




