შოვში, სტიქიის ზონაში გარდაცვლილთა რაოდენობა 25-მდე გაიზარდა

შოვში, სტიქიის ზონაში მაშველებმა ერთი ცხედარი და სხეულის ფრაგმენტი იპოვეს. ამ დროისთვის სტიქიის დროს გარდაცვლილთა რიცხვი 25-ს შეადგენს, ხოლო ნაპოვნია სხეულის 5 ფრაგმენტი.
ამ ეტაპზე შოვში დაკარგულ 8 ადამიანს ეძებენ.
რაჭაში, შოვში მჟავე წყლებთან მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა.




