შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა

შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადასტურებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში.
ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად 13 ადამიანია დაღუპული. ერთი მათგანი მაშველებმა დღეს იპოვეს.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სტიქიის ზონაში 23 ადამიანს ეძებენ.




