შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთი გარდაცვლილის ცხედარი იპოვეს

შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთი გარდაცვლილის ცხედარი იპოვეს.
დაღუპულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადასტურებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად 14 ადამიანია დაღუპული, 22 ადამიანს კი ეძებენ.




