ირაკლი ქარსელაძე: რიკოთის მაგისტრალზე წელს ორი უმთავრესი მონაკვეთი გაიხსნება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით, რიკოთის პროექტთან ოპოზიციის მხრიდან მუდმივად ისმის უსაფუძვლო ბრალდებები, ყოველგვარი არგუმენტის გარეშე.
„დღემდე, გარდა ზეპირი საუბრებისა, კონკრეტული შენიშნა ჩატარებულ კვლევებთან დაკავშირებით, ან რაიმე სხვა საინჟინრო გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, წარმოდგენილი არ ყოფილა“, – აცხადებს ირაკლი ქარსელაძე.
მინისტრმა განმარტა, რომ რიკოთზე სამშენებლო სამუშაოები, გეგმის მიხედვით, აქტიურად მიმდინარეობს.
„საბოლოო ჯამში, ჩვენ ვხედავთ იმას, რომ ძალიან კომპექსური, ძალიან რთული პროექტი, ძალიან რთულ გეოლოგიურ და რელიეფურ პირობებში მიმდინარეობს ისეთი ტემპით, რომ წელს ორი უმთავრესი მონაკვეთი – ხევიდან ზესტაფონამდე გაიხსნება და მომდევნო წელს, უკვე სრულად 52 კილომეტრიანი მონაკვეთი ეტაპობრივად შევა ექსპლუატაციაში. ეს არის ის გეგმა, რასაც ჩვენ ვახორციელებთ“. – განაცხადა მინისტრმა.
მსგავსი სიახლეები

ირაკლი ქარსელაძე: რიკოთის მონაკვეთზე ფინანსურ აუდიტს დიდი ოთხეულის აუდიტორული კომპანიები ატარებენ

ირაკლი ღარიბაშვილი: პანდემიის დროს მთავრობის ვალი 60%-ს გადასცილდა და წელს უკვე თითქმის 38%-მდე ჩამოვა, რაც ორი წლის განმავლობაში სერიოზული შედეგია


