stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

24 დეკემბერი

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

113

ამბები სამეგრელოდან

1270

ამბები სვანეთიდან

75

არჩევნები

354

ახალი ამბები

4000

ბლიც ინტერვიუ

6

გალერეა

1

დღის ამბები

2103

დღის ფოტო

73

ეკონომიკა

103

ექსკლუზივი

197

ვიდეო

41

ვიდეო ამბები

58

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

17

კატეგორიის გარეშე

84

კომენტარი

35

კონფლიქტი

109

კრიმინალი

114

კულინარია

7

კულტურა

304

მთავარი ამბები

2029

მთელი კვირა

1

მსოფლიო

122

პოლიტიკა

883

ჟურნალისტი მოქალაქე

1

რეგიონი

4744

რეკლამა

696

საზოგადოება

140

სამართალი

153

სპორტი

210

სტატიის გამოქვეყნების წესები

1

სტიქია

73

სხვა ამბები

84

სხვა ისტორია

8

ფოტო

5

ფოტორეპორტაჟი

25

ყვითელი

43

ყვითელი ამბები

7

შემთხვევა

149

წარმატების ისტორია

8

ხალხის ხმა

2

ჯანდაცვა

8

დღის ამბები

ფოთის მერი: „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“

ხობის კულტურის სასახლეში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არითმოლოგიის მაღატექნოლოგიური სევისი ამოქმედდა

სამინისტრო: ექსპორტირებულია 23.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5.7 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი

სამინისტრო: 20 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი ექსპორტირებულია

STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2025 STV.GE. All rights reserved.

ახალი ამბებირეგიონი

ირაკლი ქარსელაძე: უსაფუძვლოა ბრალდება, თითქოს რიკოთის პროექტს რაღაც დააკლდა, მას ამზადებდნენ გამოცდილი კომპანიები, ჩართული იყვნენ დამოუკიდებელი ექსპერტები და მხოლოდ მათი დადასტურებების პირობებში დამტკიცდა

11.08.2023 / 11 აგვისტო 2023
ირაკლი ქარსელაძე: უსაფუძვლოა ბრალდება, თითქოს რიკოთის პროექტს რაღაც დააკლდა, მას ამზადებდნენ გამოცდილი კომპანიები, ჩართული იყვნენ დამოუკიდებელი ექსპერტები და მხოლოდ მათი დადასტურებების პირობებში დამტკიცდა

უსაფუძვლოა ბრალდება, თითქოს რიკოთის პროექტს რაღაც დააკლდა, მას ამზადებდნენ გამოცდილი კომპანიები, ჩართული იყვნენ დამოუკიდებელი ექსპერტები და მხოლოდ მათი დადასტურებების პირობებში დამტკიცდა, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.

მისი თქმით, რიკოთის უღელტეხილის პროექტი განისაზღვრა, როგორც სამშენებლო ტენდერისთვის მომზადებული პროექტი, ვარგისიანი, დამაკმაყოფილებელი ხარისხიანი პროექტის სახით“

„ბრალდება, რომელიც უკავშირდება პროექტირებას და საპროექტო, საკვლევაძიებო სამუშაოებს, აბსოლუტურად აცდენილია იმ რეალობას, რაც ხდებოდა. პროექტირება და შესაბამისი მომსახურების შესყიდვა მსოფლიოს ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის პროცედურებით განხორციელდა. ხარისხზე დაფუძნებული შესყიდვის პროცედურაა, რომელიც, პირველ რიგში, კომპანიისა და კომპანიაში პროექტისთვის წარმოდგენილი ინჟინრების, ექსპერტების, გუნდის ტექნიკურ შეფასებას ითვალისწინებს, ასევე ითვალისწინებს მსგავსი მასშტაბური პროექტების გამოცდილებას და მრავალ სხვა პარამეტრს, ისევე, როგორც ფინანსურ გამოცდილებას და სხვადასხვა მოთხოვნას. ამის შედეგად უკვე 80/20-ზე ნაწილდება ქულების შეფასება. ანუ, მთლიან შეფასებაში 80 პროცენტი მიენიჭება ექსპერტების შეფასებას, მათ კვალიფიკაციას და 20 პროცენტი არის ღირებულება. სწორედ ასეთი შესყიდვის შედეგად იქნა შერჩეული ოთხი კომპანია. ეს ოთხივე კომპანია არის სახელოვანი წამყვანი კომპანიები, რომლებთან ერთადაც, საგზაო პროექტირების სამი ქართული წამყვანი კომპანია იყო ჩართული. ჯამურად, მხოლოდ რიკოთზე, მხოლოდ პროექტირებაზე 140 სპეციალისტი მუშაობდა – ინჟინერი, ექსპერტი. აქედან 56 იყო საერთაშორისო, 84 კი ადგილობრივი.

გარდა იმისა, რომ გამოცდილი კომპანიები ამზადებდნენ დეტალურ პროექტს, ამასთანავე, საკუთრივ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს ჰყავდათ თავიანთი დამოუკიდებელი ექსპერტები დაქირავებული, რომლებიც პროექტირების პროცესებში იყვნენ ჩართული. საბოლოო ჯამში, მხოლოდ მათი დადასტურებების, აუდიტის და შემდგომი საბოლოო დასტურის პირობებში იქნა დამტკიცებული პროექტები, რომლებიც შემდეგ განისაზღვრა, როგორც სამშენებლო ტენდერისთვის მომზადებული პროექტი, ვარგისიანი, დამაკმაყოფილებელი, ხარისხიანი პროექტის სახით.

ბევრი მსჯელობა გვესმოდა, რამდენად არიან ქართველი სპეციალისტები ჩართული, ვფიქრობ, ციფრები მეტყველებს ყველაფერზე, რამდენად მნიშვნელოვანი, მასშტაბური იყო ჩვენი ინჟინრების ჩართულობა ამ მიმართულებით. როცა საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ დაქირავებულ ექსპერტებზეა საუბარი, საქმე გვქონდა ძალიან გამოცდილ გერმანელ, ფრანგ, იტალიელ, ავსტრალიელ, ავსტრიელ და სხვა ძალიან წარმატებული, დიდი გამოცდილების მქონე ქვეყნების წარმომადგენლებთან და კომპანიებთან. აქედან გამომდინარე, საუბარი, თითქოს პროექტს რაღაც დააკლდა, რაღაც ისე არ იყო გაკეთებული, აბსოლუტურად უსაფუძვლოა“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

წინა პოსტი

ირაკლი ქარსელაძე: რიკოთის მაგისტრალზე წელს ორი უმთავრესი მონაკვეთი გაიხსნება

შემდეგი პოსტი

ირაკლი ქარსელაძე: რიკოთის მონაკვეთზე ფინანსურ აუდიტს დიდი ოთხეულის აუდიტორული კომპანიები ატარებენ

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

ირაკლი კობახიძე: ჩვენი გზა არის მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირისკენ და ჩვენი უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია ევროკავშირის წევრობა

ირაკლი კობახიძე: ჩვენი გზა არის მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირისკენ და ჩვენი უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია ევროკავშირის წევრობა

ირაკლი ქარსელაძე: რიკოთის მონაკვეთზე ფინანსურ აუდიტს დიდი ოთხეულის აუდიტორული კომპანიები ატარებენ

ირაკლი ქარსელაძე: რიკოთის მონაკვეთზე ფინანსურ აუდიტს დიდი ოთხეულის აუდიტორული კომპანიები ატარებენ

ირაკლი ჩიქოვანი: ჩემთვის ზუგდიდი არაა მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური პოლიგონი ან პოლიტიკური პლაცდარმი

ირაკლი ჩიქოვანი: ჩემთვის ზუგდიდი არაა მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური პოლიგონი ან პოლიტიკური პლაცდარმი