წალენჯიხაში სტუდენტთა დასაქმების საზაფხულო პროგრამა ამოქმედდა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ახალგაზრდების ხელშეწყობის მიზნით, სტუდენტური საზაფხულო დასაქმების პროგრამის განხორციელება ამოქმედდა. ინფორმაციას წალენჯიხის მერია ავრცელებს.
„პროექტში 40 სტუდენტი დარეგისტრირდა და ისინი სხვადასხვა აიპებში მიიღებენ სამუშაო გამოცდილებას.
ამასთან დაკავშირებით,დარეგისტრირებულ სტუდენტებს დღეს თვითმმართველობის სხდომათა დარბაზში შეხვდნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ხარჩილავა და მერის პირველი მოადგილე ივანე ბურდული.
ახალგაზრდებს წარმატებები უსურვეს და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
პროგრამაში მონაწილეთა შრომითი ანაზღაურება, 45 დღის განმავლობაში, 750 ლარის ოდენობით განისაზღვრება.“ ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.




