წალენჯიხაში სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამა დაიწყო

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების ხელშეწყობის ფარგლებში, სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამის განხორციელება მესამე წელია გრძელდება. ინფორმაციას წალენჯიხის მერია ავრცელებს.
„დღეიდან 60-მდე სტუდენტი სამუშაოს სხვადასხვა ა(ა)იპ-სა და მერიის სტრუქტურებში დაიწყებს მუშაობას.
ახალგაზრდებს შეხვდნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და წარმატებები უსურვეს.
ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა, თავიანთიპროფესიის ფაგლებში გაიარონ სტაჟირება და ჩამოყალიბდნენ როგორც მომავალი პროფესიონალები.
პროგრამაში მონაწილეთა ანაზღაურება 45 დღის განმავლობაში 750 ლარის ოდენობით განისაზღვრება“ – ნათქვამია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გვარცელებულ ინფორმაციაში.




