დაპირისპირება და ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციაში

„ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისში არსებული დაპირისპირება დღეს საჯაროდაც გაცხადდა. ზუგდიდის საკრებულის ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე მაია კალანდია და ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ადგილობრივი ლიდერი თეიმურაზ ბასილაია პარტიის ცენტრალურ ღონისშიებაზე თბილისში არ მიიწვიეს.
საკრებულოს ნაციონალი წევრების ერთობლივ შეხვედრაზე მოსაწვევის გარეშე დარჩენას მაია კალანდია მედიასთან მისი პოზიციით ხსნის. კალანდია მხარს ნიკა მელიას უჭერდა და ხაბეიშვილს აკრიტიკებდა.
„არ ვიყავით დაპატიჟებულები, ტელევიზიით გავიგე შეხვედრის შესახებ. ხაბეიშვილმა და ვაშაძემ თქვეს, რომ კარი ღიაა ჩემთვის, რომ მივიდე, მაგრამ ასეთი კარის ღიაობა, არ ვიცი რას ნიშნავს. შემიძლია ვთქვა, რომ გაცილებით მეტს გავაკეთებ ამ ქვეყნისთვის, „ნაციონალური მოძრაობისთვისაც“ და ყველა პარტიისთვის, რომელიც ჩემს ქვეყანას ემსახურება. მოუხმონ ჭკუას და ელაპარაკონ ამომრჩევლებს რეალურად. დავუსვამდი კრიტიკულ შეხვედრას, მათ შორის იმაზე, რომ, თურმე 30 ლარის მოუმატებენ პენსიას. მე ნიკა მელიას მხარდამჭერი კი არ ვიყავი, აქ კონკრეტული სახელები არაფერ შუაშია, იმ უმსგავსობის მოწინააღდეგე ვიყავი და ვარ, რომელსაც აგრძელებს ლევან ხაბეიშვილი და დაემატა გიორგი ვაშაძე“, – თქვა მედიასთან მაია კალანდიამ. პარიული შეკრების შესახებ ტელევიზიით გაიგო თეიმურაზ ბასილაიამაც.
საპირისპიროს ამტკიცებს მაია კალანდიას მოადგილე ირაკლი სორდია, რომელიც თბილისში შეხვედრაზე იმყოფებოდა, სორდია ამბობს რომ ფრაქციის წევრები დღევანდელ შეხვედრასთან დაკავშირებით დაუწყებულები იყვნენ.
მსგავსი სიახლეები

„ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის წევრები პატრიარქს უპირისპირდებიან და სასულიერო პირების „გაპარსვა“ სურთ
![შალვა პაპუაშვილმა წარადგინა კონსტიტუციური სარჩელი, რომელშიც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველო-ლელო“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და მათი აკრძალვა [სრულად]](https://api.stv.ge/uploads/2024/02/shalva-papuashvili-sinq-bevri-drosh.png)
შალვა პაპუაშვილმა წარადგინა კონსტიტუციური სარჩელი, რომელშიც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველო-ლელო“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და მათი აკრძალვა [სრულად]


