„ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის წევრები პატრიარქს უპირისპირდებიან და სასულიერო პირების „გაპარსვა“ სურთ

„ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის საკრებულოს პროპორციული სიის მესამე ნომერი და პარტიის აქტიური წევრი მაია კალანდია, რომელიც პარტიაში მიხეილ სააკაშვილის ფრთას წარმოადგენს საქართველოს პატრიარქს ილია მეორეს რეზიდენტს ანუ დაზვერვის საიდუმლო სამსახურის წარმოამდგენელს უწოდებს. მაია კალანდია და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ნაწილი იმ სასულიერო პირებზე არიან გაბრაზებული, ვინც მიხეილს საკაშვილს მხარდაჭერას არ უცხადებენ. მეტიც პარტიის ადგილობრივი ლიდერი პატრიარქის მოსაყდრეს ეშმაკისეულ ცერბერს ადარებს და მას გონებაშეზღუდულად იხსენიებს.
„ილია შიოლაშვილიც რეზიდენტი იყო, ცხადია, მაგრამ ჭკუა ყოფნიდა, მსგავსი სიავეები ხმამაღლა არ გაეჟღერებინა. ეს ჯოჯოხეთიდან ამომძვრალი ეგზარქოსი-ცერბერი, ყველა უბედურებასთან ერთად, გონებაშეზღუდულიცაა“ – წერს მაია კალანდია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პატრარქზე და მის მოსაყდრეზე.
კიდევ ერთი აქტივისტი და „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის ერთ-ერთი სახე, ყოფილი ძალოვანი გიორგი სამუშია, კი სასულიერო პირების გაპარსვის ინიციატივით გამოდის და ამ ნების აღსრულების ჟამის მოახლეობაზე ამახვილებს ყურადღებას.
„საყოველთაო შერიგებაზე უარს აცხადებენ საპატრიარქოში, ბოროტება უნდა განიკვეთოსო, ოქეი ბაზარი არ არის, მოახლოვდა ჟამი თქვენი გაპარსვისა, უკუნითი უკუნისამდე ამინ“ – წერს სამუშია საკუთარ გვერდზე.
„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების დაპირისპირება სასულიერო პირების მიმართ მას შემდეგ მოხდა რაც „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ პატრიარქის მოსაყდრეზე დაწერა „ძირს ეგზარქოსი შიო“.

მსგავსი სიახლეები

დაპირისპირება და ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციაში

ლევან ხაბეიშვილის გადადგომას მოითხოვენ „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის საკრებულოს ფრაქციის წევრები – მათ დღეს ერთობლივი განცხადება გაავრცელეს
![შალვა პაპუაშვილმა წარადგინა კონსტიტუციური სარჩელი, რომელშიც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველო-ლელო“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და მათი აკრძალვა [სრულად]](https://api.stv.ge/uploads/2024/02/shalva-papuashvili-sinq-bevri-drosh.png)

